როგორია კომუნიკაციის სექტორში მოქმედი პირების შემოსავლები და რა თანხას იხდიან ისინი ბიუჯეტში

კომუნიკაციების სექტორში მოქმედი პირების შემოსავალმა (დღგ-ს და აქციზის გარეშე) 2017 წელს 51,328 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 5.5%-ით მეტია.

ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ელექტრონული კომუნიკაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,136 მლნ ლარი, მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 107,5 მლნ ლარი შეადგინა. რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მიერ მიღებული არასაკომუნიკაციო შემოსავლის ოდენობა 84 მლნ იყო (სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა, რეალიზება და ა.შ).

რაც შეეხება შენატანებს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2017 წელს მაუწყებლების მიერ გადასახადების სახით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 14,492,995.27 ლარი, ხოლო "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადასახადების სახით შეტანილმა თანხამ - 250,296,698.66 ლარი შეადგინა.

"რაც შეეხება ლიცენზირებას წინა წელს კომუნიკაციების სფეროდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 33,223,821.06 შევიდა, ნუმერაციის რესურსიდან და სხვა სანებართვო მოსაკრებლებიდან - 966,665.80 ლარი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის სახით ბიუჯეტში 10,500 ლარი ჩაირიცხა. სულ 2017 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 284,497,685.52 ლარი შევიდა,"- ნათქვამია განცხადებაში.

bpn