„ლიბერთი კონსუმერის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია

„ლიბერთი კონსუმერის“ სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარემ ავთანდილ ნამიჩეისვილმა და მისმა მოადგილემ ეკატერინა შავგულიძემ დატოვეს.

ამასთან, სააქციო საზოგადოების ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების თანამდებობაზე ლევან დადიანი და ზურაბ ნემსაძე დაინიშნენ.

„ლიბერთი კონსუმერის“ (LC ან „კომპანია“, ყოფილი “გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალი“) საინვესტიციო პორტფელი ძირითადად მოიცავს შემდეგ სექტორებს: საკვები პროდუქციით საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით საცალო ვაჭრობა, ტურიზმი და მოგზაურობა, რესტორნების ქსელები/კვების ობიექტები, ღვინო, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ფიტნესი. კომპანიას გააჩნია მნიშვნელოვანი წილი წამყვან საცალო ვაჭრობისა და ყოველდღიური მოხმარების სფეროში არსებულ კომპანიებში, როგორებიცაა მოწინავე საცალო ვაჭრობის კომპანია „პოპული“ და მოწინავე ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელიანი ველი“ .