კარაკასი 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია

ECA International-მა იმ ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე ძვირია ცხოვრება.

ორგანიზაცია ქალაქების რეიტინგს საცხოვრებელი ფასების მიხედვით ადგენს, იკვლევს რა სურსათის ფასებს, ტანსაცმელზე დანახარჯებს, დასვენებაზე გასაწევ ხარჯებსა და სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის, ფასებს ალკოჰოლსა და თამბაქოზეც კი.

როგორც აღმოჩნდა, ყოველდღიური სამომხმარებლო კალათის ფასების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგში ევროპული ქალაქები დომინირებენ, მათ შორის, ასეულში მესამედი სწორედ ამ კონტინენტის ქალაქებზე მოდის, ხოლო ათეულის ლიდერ პოზიციებზე კონკრეტულად შვეიცარული ქალაქები აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ამერიკიდან 50-ეულში მხოლოდ სამი ქალაქი მოხვდა.

წლევანდელი რეიტინგის ლიდერი, ანუ საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი კი გახდა ვენესუელას დედაქალაქი კარაკასი.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეულს.

10. შანხაი - ჩინეთი

9. ოსლო - ნორვეგია

8. სეული - სამხრეთ კორეა

7. ტოკიო - იაპონია

6. ლუანდა - ანგოლა

5. ბერნი - შვეიცარია

4. ბაზელი - შვეიცარია

3. ჟენევა - შვეიცარია

2. ციურიხი - შვეიცარია

1. კარაკასი - ვენესუელა

კოკა კვირკველია