წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24.5 %-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 894.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 284.7 მლნ აშშ დოლარი იყო (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.1 მლნ აშშ დოლარი (23.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 325.4 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.