ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 13 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 47 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური 7.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.329 პროცენტით განისაზღვრა.