„სესხის ყველაზე გავრცელებული სახე ბანკი ან ლომბარდია"

სესხის ყველაზე გავრცელებული სახე ბანკი ან ლომბარდია - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 წლის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, სესხის მეორე ყველაზე გავრცელებული სახე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რომელსაც გამოკითხულთა 8.7% ასახელებს შემოსავლის წყაროდ; 6.1%-ის თქმით კი სესხის აღებისას მეგობრებს ან ნათესავებს მიმართავენ.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საბანკო და სალომბარდო სესხების აღების დონე უღარიბეს ჯგუფში საგრძნობლად გაიზარდა.

კვლევის თანახმად, გამოკითხული შინამეურნეობების 43.2%-მა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა „გაუარესდა“. აღნიშნულის მიზეზად კი, ძირითადად, გაზრდილი ფასები, სერიოზული ავადმყოფობა და ოჯახის შემოსავლის შემცირება სახელდება.