PURI bread-ის ნაცვლად - რეკლამა ტურისტებისთვის

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, პირები ცდილობენ საკუთარი პროდუქტი უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახადონ დამსვენებლებისთვის.

ეს განსაკუთრებით იმ ტერიტორიებს ეხება, სადაც ტურისტების, მათ შორის უცხოელი ვიზიტორების სიმრავლეს არ უჩივიან.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი ასეთი, ტურისტებზე გათვლილი სარეკლამო გზავნილის შესახებ ფოტო ფაქტი ვრცელდება. კერძოდ, ფოტოზე ასახულია სვანეთში, მესტიაში, ერთ-ერთი პურის საცხობი, რომელსაც პური - bread-ის ნაცვლად ლათინური ასოებით PURI აქვს მიწერილი.