დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 7,57 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,9 მლნ ლარით მეტია.ამავე მონაცემების მიხედვით, 17 სადაზღვევო კომპანიის შემოსავალმა 2018 წლის პირველ კვარტალში 164 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 21 მილიონი ლარით აჭარბებს.
რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების აქტივებს, საანგარიშო პერიოდში მან 650 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 65 მილიონით მეტია. ასევე გაიზარდა კაპიტალიც - 145 მლნ-დან 178 მლნ ლარამდე.