ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, პრემიერ-მინისტრის მოსაზრება იყო, რომ ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.
კილაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
“გუშინ გუნდში ის სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც სტატისტიკურად გაერო-ს კვლევამ აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.