ყველა სახეობის სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

ყველა სახეობის სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა.როგორც მაღაზიებსა და სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასმა ყველა დასახელების სიგარეტზე მოიმატა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ერთ-ერთ ჯიხურში განუცხადეს, თუ სიგარეტი "ვინსტონი" 4.10 ლარი ღირდა, 4.20 ლარი გახდა, "მარლბორო" თუ 4.30 ლარი ღირდა, 4.40 ლარი გახდა და ა.შ.