ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიაში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერთი კვირით ადრე მიიღო გადაწყვეტილება და ჩინეთიდან იმპორტირებულ 50 მილიარდის ოდენობის საქონელზე გადასახადი დააწესა.როგორც ამერიკული მედია წერს, საუბარია 900 დასახელების პროდუქტზე. ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება მის ფინანსურ გუნდთან საბოლოო კონსულტაციის შედეგად მიიღო.
ამერიკის პრეზიდენტმა აქამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებდა სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრას ჩინეთთან, რომელიც მისივე სიტყვებით რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენდა. მან 22 მარტს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. უკვე 3 აპრილს ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ გეგმავდა ჩინეთიდან იმპორტირებულ ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადის დაწესებას, რომელთა საერთო ჯამი 50 მილიარდ დოლარს აღწევდა.
ჩინური მხარისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. შეგახსენებთ, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ლიუ ხემ 20 მაისს განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, არ დაიწყებდნენ სავაჭრო ომს, ორივე ქვეყნის და მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ეტაპობრივად აღმოფხვრიდნენ იმ სავაჭრო დისბალანსს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.
კოკა კვირკველია