ეკო-გრანტების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა.ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს CTC გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

პროგრამა ორ ეტაპიანია და პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსში 24 ორგანიზაციიდან 25 პროექტი შემოვიდა. კონკურსმა 3 გამარჯვებული გამოავლინა:

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო - პროექტისთვის “ეკო-ენერგია ერისიმედის ბავშვებისთვის” კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი - პროექტისთვის “ნიადაგისა და წყლის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკების შესამცირებლად და მოწყვლადი მცირე ფერმერების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად”

მწვანე ბორჯომი - პროექტისთვის: “ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით”.