2018 წლის პირველ კვარტალში, 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულა, თუმცა მნიშვნელოვანი 27.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით.ამის შესახებ, „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Jump Start-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 27,495 ერთეული შეადგინა.
ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია.
„პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 37.1% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისის გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები 21.0%-ით არის გაზრდილი. უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით, პირველი კვარტალი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისთვის (წლიური ზრდის ტემპი 105.0%) , გურიისა (66.9%) და კახეთისათვის (31.7%).
დედაქალაქის რაიონებს შორის კი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ ვაკე, საბურთალო და სამ¬გო¬რი დომინირებს. პირველ კვარ¬ტალ¬ში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გა¬ყი-დვა საბურთალოზე (2,924 ერთეული) დაფიქსირ¬და, მეორე და მესამე ად¬გი¬ლებს კი, შესაბამისად, ვაკე (1,978 ერთეული) და სამგორი (1,286 ერთეული) ინაწილე¬ბენ,“-ნათქვამია მიმოხილვაში.