„1-ელ კვარტალში თბილისს 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა“

2018 წლის პირველ კვარტალში თბილისს 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 200.2 ათას კვ.მ. შეადგენს.ამის შესახებ, „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Jump Start-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.

„აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-23.7%), ისე მათი ჯამური ფართობიც (-33.5%). შემცირება ფიქსირდება როგორც ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების, ისე ახალი კომერციული უძრავი ქონების მიწოდებაში,“-აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 27,495 ერთეული შეადგინა.