კრისტალმა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ქართული სტარტაპებისთვის მიღებას უმასპინძლა

ამა წლის 14 ივ­ნისს ლონ­დონ­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თის თემ­თა პა­ლა­ტა­ში, კრის­ტა­ლი­სა და ფონ­დი კრის­ტა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა მი­ღე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი თემა იყო ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ვაჭ­რო­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სფე­რო­ში.ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლი დიდი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ბა­ტო­ნი ფა­ბი­ან ჰა­მილ­ტო­ნი იყო, მხარ­დამ­ჭე­რი კი - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში.

ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა ინო­ვა­ტო­რებ­თან ერ­თად ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ბრი­ტა­ნე­თის თემ­თა და ლორდთა პა­ლა­ტის წევ­რებ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რებ­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ებ­მა ლონ­დონ­ში “Startup Grind Europe”-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ა­გენ­ტო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო, თბი­ლის­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო და “Startup Grind” წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მი­ღე­ბა­ზე მოხ­და ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პის VREX-ის მიერ ტუ­რის­ტულ თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის უნი­კა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა.

საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­და, კრის­ტა­ლი ხელს უწყობს დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მრა­ვალ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, მათ შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. მი­ღე­ბა­ზე ქარ­თულ ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი ქა­ლაქ ბრის­ტო­ლის ქარ­თულ­მა ეროვ­ნულ­მა სიმ­ღე­რა­თა გუნ­დმა შე­ას­რუ­ლა.

კრის­ტა­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ ბა­კუ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა: „გვი­ხა­რია, რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს-მო­დე­ლე­ბი გა­აც­ნონ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ინ­ვეს­ტო­რებს, მი­ი­ღონ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბით ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკე­თე­სად გა­იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს არა მხო­ლოდ რო­გორც თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით გა­მორ­ჩე­ულ ერს, არა­მედ რო­გორც მკა­ფიო მო­მავ­ლის მქო­ნე, მზარდ და თა­ნა­მედ­რო­ვე ეკო­ნო­მი­კას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია“.

ს.ს.მი­სოკ­რის­ტა­ლი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი არა­სა­ბან­კო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა 77,000-მდე მიკ­რო-მე­წარ­მე­სა და მცი­რე ფერ­მერს. კომ­პა­ნი­ას გა­აჩ­ნია 60 ფი­ლი­ა­ლის­გან შემ­დგა­რი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ქსე­ლი, რო­მელ­შიც და­საქ­მე­ბუ­ლია 950-ზე მეტი კვლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი. კრის­ტა­ლი ამ­ჟა­მად გა­ნა­გებს 250 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტ საკ­რე­დი­ტო პორ­ტფელს. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, ეწ­ვი­ეთ კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერდს: https://www.crystal.ge/

ფონ­დი კრის­ტა­ლის მი­სი­აა ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნი­სა და ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ფონ­დი კრის­ტა­ლი მხარს უჭერს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის დამ­კვიდ­რე­ბას, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, ბიზ­ნე­სის­თვის ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ახალ­გაზ­რდებ­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, ეწ­ვი­ეთ ვებ-გვერდს: www.crystalfund.ge

(R)