სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 73 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა.ოფიციალური სტატისტიკით, წინა წელს მაცივრებში შენახული იყო 282 ათას 500 ტონა პროდუქცია, რომლის 65%-ს ქათმის ხორცი, 13,7%-ს კი ხორცი და ხორცპროდუქტები წარმოადგენდა, 8,4% - თევზზე, 1,9% - რძის პროდუქტებზე, 4,3% - ხილსა და ხილბოსტნეულზე, ხოლო 6,6% - დანარჩენ პროდუქციაზე მოდიოდა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 101 მილიონ ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი - 56,3% ადგილობრივი იყო. აღსანიშნავია, რომ სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 6,6% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს, 93,3%-ს ხილი და ბოსტნეული წარმოადგენდა.