ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის კუთვნილმა კომპანიამ The Boring Company-მ პრაქტიკულად დაასრულა სამშენებლო სამუშაოები ლოს-ანჟელესის მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობაზე.ეს გვირაბი გათვლილია ადამიანების ტრანსპორტირებისთვის, როგორც მეტროსა და მიწისზედა ტრანსპორტის ალტერნატივა. მონაკვეთის სიგრძე 4,3 კილომეტრს შეადგენს - წერს ილონ მასკი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
„The Boring Company-ის ოთხიდან პირველი გვირაბი ლოს-ანჟელესში თითქმის მზადაა. მარეგულირებლების მხრიდან საბოლოო თანხმობის შემთხვევაში უკვე რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ მგზავრებს შევთავაზოთ უფასო მგზავრობა“ - დაწერა მასკმა.
მისივე თქმით, პრიორიტეტი მიეცემა ფეხით მოსიარულეებს და ველოსიპედისტებს, ხოლო შეღავათიანი პერიოდის დასრულების შემდეგ მისი ფასი მეტროზე და ავტობუსის ბილეთის ფასზე ნაკლები იქნება.
The Boring Company ილონ მასკმა 2016 წლის დეკემბერში შექმნა, ხოლო უკვე 2017 წელს საბურღი მანქანა შეიძინა და დაიწყო გვირაბის მშენებლობა პროექტის ფარგლებში, რომელიც მოწოდებულია მოიცვას მთელი ლოს-ანჟელესი.
კოკა კვირკველია