21 წლიანი ინოვაციური განვითარების ისტორია - SS.GE სიტყვა და საქმის განახლებული ვებპორტალი

განახლება, განვითარება, მომხმარებელზე ორიენტირება და ინოვაციურობა, ეს იმ ყველა სარგებლის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც „სიტყვა და საქმე“ უკვე 21 წელია სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებელს.დავუბრუნდეთ დასაწყისს. 1997 წელი, მაშინ, როდესაც ინტერნეტი და კომპიუტერი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჯერ კიდევ ამერიკულ ფილმებში ნანახი უცნაური შესაძლებლობების მქონე ტელევიზორის მსგავსი ყუთი იყო, საქმიანი ინფორმაციის გავრცელებისა და გაცვლისთვის გაზეთმა „სიტყვა და საქმემ“ უნიკალური პლატფორმა შექმნა, რომელიც მუდმივ პროგრესირებად საინფორმაციო საშუალებად იქცა.

ზუსტად 10 წლის შემდეგ, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, 2007 წლიდან მომხმარებელს საშუალება მიეცა ვებპორტალ saqme.ge-ის მეშვეობით ყველაზე ადრე გაეგო მისთვის საინტერესო სიახლეები და ერთი ნაბიჯით გაესწრო სხვებისთვის. იმ დროისთვის გაზეთი „სიტყვა და საქმე“ უკვე გასცდა ბეჭდური მედიის ფარგლებს და წარმატებით აჰყვა ციფრული სამყაროს განვითარების ეტაპებს.

2007 წლიდან დღემდე, საიტი მუდმივი განახლებისა და განვითარების რეჟიმში მუშაობს და დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყიდვა-გაყიდვის, უძრავი ქონების, განათლებისა და დასაქმების ვირტუალური სივრცეა.

2018 წლიდან კი დაიწყო ინოვაციური სიახლეების დანერგვა განახლებულ ვებპორტალზე SS.GE, რომელიც გამარტივებული სახელით ფუნქციონირებს და მომხმარებელზე ორიენტირებული, მუდმივად პროგრესირებადი საიტია. სახელი კი ორიგინალი სახელის "სიტყვა და საქმის" შემოკლებული ვარიანტია, რომელიც 21 წლიან გამოცდილებას ინოვაციურობასთან აერთიანებს.

"სიტყვა და საქმის" განახლებული ვებგვერდის შექმნის ერთადერთი მიზანია, მომხმარებლისთვის საიტზე არსებული განცხადებების ინოვაციური, განვითარებული და დახვეწილი პლატფორმის მეშვეობით მიწოდება, რომელსაც არსებულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს.

SS.GE

ნებისმიერ ადამიანს სასურველი უძრავი ქონებისა, თუ განცხადების პოვნაში შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, განახლებული ვებგვერდი ყოველთვიურად შესთავაზებს მომხმარებელს ისეთივე ინოვაციურ ხელსაწყოებს, როგორიც ფასის გამომთვლელი სისტემა და 360 გრადუსიანი ფოტოებია.