საქართველოში გზების ნაწილი შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ამ საკითხზე მსჯელობა ისევ განახლდა, თუმცა კონკრეტულ თარიღსა და ფასზე საუბარი არ არის.საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად დაწესდება. სპეციალისტების აზრით, გადასახადის დაწესება საჭიროა, რადგან ეს თანხა რეაბილიტაციას მოხმარდება.
ფასიანი გზები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. ზოგან თანხა მინიმალურია, ზოგან კი გადაადგილება საკმაოდ ძვირია. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ გზის იმ მონაკვეთებს, სადაც გადაადგილება ყველაზე ძვირია.
მონბლანის გვირაბი - 49,21$
მონბლანის გვირაბი არის საავტომობილო გვირაბი ალპებში, რომელიც გაყვანილია მწვერვალ მონბლანის ქვეშ შამონსა (საფრანგეთი) და კურმაიორს (იტალია) შორის. ის უმნიშვნელოვანი ტრანსალპური სატრანსპორტო მარშრუტია. გვირაბის სიგრძეა 11,7 კმ, სიგანე — 8,6 მ, სიმაღლე 4,35 მ. გადის 2 ხაზი. გაიხსნა 1965 წლის ივლისში.ამ გვირაბში გავლის საფასური სატრანსპორტო საშუალების ტიპზეა დამოკიდებული. მსუბუქი ავტომობილი, რომელიც 2 მეტრზე მაღალი არ არის, 42-43 ევროს იხდის, სატვირთოზე გადასახადი კი 310-315 ევროა.
კონფედერაციის ხიდი: 40$
კონფედერაციის ხიდი კანადაში მდებარეობს. ხიდის სიგრძე 12 კილომეტრი და 900 მეტრია. ხიდი 1997 წელს გაიხსნა. ის 2032 წლამდე კომპანია Strait Crossing Bridge Limited-ის საკუთრებაშია. 2032 წლის შემდეგ ის კანადის ხელისუფლების მართვაში გადავა.ნურბურგრინგის სარბოლო ტრასა: 32$
ნურბურგრინგის სარბოლო ტრასა გერმანიაში მდებარეობს. ეს გზა საკმაოდ პოპულარულია ავტომრბოლელებში.
აკასი-კაიკეს ხიდი: 29$
აკასი-კაიკეს ხიდი იაპონიაში მდებარეობს. ის 1997 წელს გაიხსნა. მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი დაკიდული ხიდი აკასის სრუტეზე. მისი მშენებლობა დაჯდა 500 მლნ იენი. დღე-ღამის განმავლობაში ამ ხიდით 25 ათასი სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება.ბრუკლინის ხიდი: 16$
ბრუკლინის ხიდი ერთ-ერთი უძველესი დაკიდებული ხიდია აშშ-ში და გადაჭიმულია 1.834 მ-ით მდინარე ისტზე მანჰეტენსა და ბრუკლინს შორის. მშენებლობის დასრულების ჟამს ის იყო უდიდესი დაკიდებული ხიდი მსოფლიოში და ასევე პირველი ლითონის ბაგირებით დაკიდებული ხიდი.
მშენებლობა დაიწყო 1869 წელს. ბრუკლინის ხიდი დასრულებულ იქნა 14 წლის შემდეგ და გაიხსნა 1883 წლის 24 მაისს. პირველ დღეს მასზე 1800 მანქანამ და 150.300 ადამიანმა გადაიარა. ხიდის მთავარი ნაწილის სიგრძე მდინარე ისტზე 486 მეტრია. ხიდის მშენებლობა $18 მილიონი დაჯდა. ხიდი ორსართულიანია და თითოეულ სართულზე მანქანების გადაადგილების 6 ხაზია.
ლონდონი: 15,41$
ლონდონის ცენტრში გადაადგილება ფასიანი 2003 წელს გახდა. იმ შემთხვევაში, თუ პირი გადასახადს თავს აარიდებს, ჯარიმის სახით 87$-ზე მეტის გადახდა მოუწევს.
17-მილის გზა: 9,25$
ეს გზა კალიფორნიაში მდებარეობს. გზის დიდი ნაწილი კერძო კომპანიის საკუთრებაა და ამიტომაც არის ფასიანი.
ჩესაფიკის გზა: 8-9$
ჩესაფიკის მაგისტრალი შტატ ვირჯინიაში მდებარეობს. უიკენდზე და დასვენების სხვა დღეებში ამ მაგისტრალით გადაადგილება ფასიანია და 8-9$ ღირს. ფასი დამოკიდებულია ავტომობილის ზომაზე.