პაშა ბანკმა 2018 წლის პრო ბონო მარათონში მიიღო მონაწილეობა

13 ივნისს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების მარათონი,რომლის ფარგლებშიც პაშა ბანკის და მისი თანაგუნდელი ორგანიზაციების - ჯიპიაი ჰოლდინგი და ჯეოლაბი - თანამშრომლების მიერ საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგა“-თვის სრულიად უსასყიდლოდ დამზადდა ვებ-გვერდი.

პრო ბონო მარათონის მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ვებ-გვერდების შექმნა. მარათონში პაშა ბანკთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პრო ბონო ქსელის სხვა წევრი კომპანიები: თიბისი ბანკი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ბანკი კრედო, საკონსულტაციო კომპანია - ACT, საქართველოს ბანკი, ვისოლი, საკონსულტაციო კომპანია PMCG და ჯეოლაბი.

პაშა ბანკისთვის ეს უკვე მეორე პრო ბონო აქტივობაა. 2017 წლის დეკემბერში პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა სოციალური საწარმო „კოდალას“ პროდუქციის ონლაინ კატალოგი.