Huawei -მ გამოსვლიდან სამ თვეში 6 მილიონი P20 გაყიდა

ჩინურმა კომპანია Huawei-მ მიმდინარე წლის მარტიდან სამ თვეში მოახერხა და გაყიდა მისი საფლაგმანო მოდელის P20-ის 6 მილიონი ეგზემპლარი.როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ეს არის 81 პროცენტით მეტი, ვიდრე გასულ წელს იმავე პერიოდში წარმოდგენილი მისი წინამორბედი მოდელის P10-ის გაყიდვები ანალოგიურ პერიოდში. როგორც კომპანიაში აცხადებენ ეს მიანიშნებს, რომ კომპანია ზუსტად მიუხვდა მომხმარებლის მოთხოვნებს და წარმოადგინა ის ტელეფონი, რომლის საჭიროებაც იყო ბაზარზე. მათივე განცხადებით, მხოლოდ სამი თვის გაყიდვების მონაცემები მეტყველებს, რომ გამოსვლიდან ერთი წლის თავზე აღნიშნული მოდელი იქნება ძალიან წარმატებული და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მხოლოდ მაისში წარმოადგინა ამ სერიის მოდელების ტოპ ვერსიები P20 Pro და P20 Lite, რომლებიც პირველი სმარტფონებია ხელოვნური ინტელექტით და უკანა სამმაგი კამერით. ამის წყალობით კი მისი კამერის ფუნქციონალურობა და ხარისხი აღემატება ბაზარზე არსებული პრემიუმ კლასის სმარტფონების მონაცემებს. P20 Pro-ს კამერის სისტემა წარმოადგენს 40MP RGB სენსორს, 20MP მონოქრომულ სენსორსა და 8MP-იან ტელე/ფოტო სენსორს სიმკვეთრის, სიზუსტის, ფოკუსისა და ფერების კონტრასტულობისთვის. რაც შეეხება სხვა ფუქნციებს, ის აღჭურვილია ბაზარზე წარმოდგენილი საფლაგმანო მოდელების პრაქტიკულად ყველა ინოვაციური ფუნქციით.

კოკა კვირკველია