ბავარიულმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანიამ BMW დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ოფიციალურად წარადგინა 8 Series სპორტული კუპე, რომელიც Porsche 911-ის მსგავსად სპორტული და Mercedes-Benz S-Class-ივით მდიდრულია. ავტომობილის პრემიერა ლე მანზე მოხდა.ავტომობილის გაყიდვები რამდენიმე დღეში დაიწყება და წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად: ტოპ ვერსიად M850i xDrive, რომელიც აღიჭურვება 4.4-ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავით, რომელიც შეძლებს 523 ცხენის ძალის გამომუშავებას და 100 მ/სთ სიჩქარეს 3.7 წამში აკრეფვას. მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნება. რაც შეეხება მეორე მოდელს, ეს იქნება 840d xDrive, რომელიც აღიჭურვება 3.0-ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომელიც 316 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100კმ/სთ სიჩრეს 4,9 წამში აკრეფს. ორივე მოდელი მიიღებს 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფ. მას ასევე აქვს xDrive სრული ამძრაობის სისტემა, სადაც წამყვანი უკანა თვლები იქნება.
ტოპ ვერსიის ფასი 130 ათას დოლარს მიაღწევს, დიზელის ძრავიანი მოდელის ფასი კი 100 ათასი იქნება.
ახალი ორკარიანი მოდელი აცოცხლებს ძველი მერვე სერიის სახელწოდებას, რომლის გამოშვებასაც კომპანია გასული საუკუნის 90-იანებში, 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა. იმდროინდელი ავტომობილი აღჭურვილი იყო იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი უმძლავრესი ძრავით და მისი სორტული შესაძლებლობები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, თუმცა კომპანიამ არსებობის განმავლობაში პირველი თაობის „რვიანების“ მხოლოდ 30 ათასი მოდელი გაყიდა.
კოკა კვირკველია