კომპანია Ford-ის ევროპის განყოფილებამ, ველოსიპედისტების ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია Lumo-სთან და მობილურ აპლიკაციებზე მომუშავე კომპანია Tome-ის თანამშრომლებთან ერთად წარმოადგინეს სმარტ-ქურთუკი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედისტებისთვის.ქურთუკის აღწერილობა კი ამერიკული კომპანიის ვებგევრდზე გამოქვეყნდა.
„ჭკვიანი“ ქურთუკი შეიქმნა სპეციალურად ველოსიპედისტების უსაფრთხოებისთვის, მოძრაობისას. მის სახელოებში ჩამონტაჟებულია მოხვევის ინდიკატორები, რომლებიც ავტომობილის მძღოლების ყურადღებას იპყრობს, ხოლო ზურგზე განთავსებულია სტოპ-სიგნალი. გარდა ამისა, ქურთუკი ამსუბუქებს ნავიგაციას - მოხვევის აუცილებლობისას ერთ-ერთი სახელური იწყებს ვიბრირებას და ამით სიგნალს აწვდის ველოსიპედისტს. ბოლოს კი ეს არის სინქრონიზაცია სმარტფონთან, რომელიც შეგიძლიათ ჩაიდოთ გამჭვირვალე ჯიბეში მარცხენა სახელურზე, საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები და ზარები მოძრაობისას.
ქურთუკი ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად კომპანიამ ვიდეო რგოლი გაავრცელა. როგორც აცხადებენ, ჯერ საუბარია მხოლოდ პროტოტიპზე, თუმცა პერსპექტივაში მისი სერიული წარმოებაც განიხილება.
შეგახსენებთ, ჭკვიანი ჯინსის ქურთუკი გასული წლის ოქტომბერში ასევე წარმოადგინეს Google- მა და Levi Strauss-მა
კოკა კვირკველია