ბანკებს ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა 5%-მდე უმცირდებათ

კომერციულ ბანკებს ბანკებს ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა 5%-მდე უმცირდებათ, - ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 14 ივნისის ბრძანებაში.აღნიშნული ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის ბრძანებაში. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა იყო 10%, ახალი ბრძანებით კი ეს 5%-მცირდება.

ამასთან, იცვლება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით „ ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთზე, მაგრამ არაუმეტეს მინიმალური რეზერვის თანხისა, ბანკს დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი.”

არსებული რედაქციით კი ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე ან მის ნაწილზე, ბანკს ერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი, შემდეგი პირობებით:

ა) იმ შემთხვევაში , თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია დასაცავი მინიმალურ ი რეზერვ ის თანხაზე , პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება, როგორც დასაცავი მინიმალური რეზერვის შესაბამისი თანხა შემცირებული ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%- ი ს ოდენობის თანხით ;

ბ) იმ შემთხვევაში , თუ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთი ნაკლებია დასაცავ მინიმალურ რეზერვ ის თანხაზე , მაგრამ არა არის ნაკლები საშუალო მოზიდული სახსრების 5%- ი ს ოდენობის თანხაზე, პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც გაიანგარიშება, როგორც დაცვის პერიოდის ფაქტობრივი საშუალო ნაშთის თანხა შემცირებული ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%- ი ს ოდენობის თანხით“, - აღნიშნულია 2011 წლის ბრძანებაში.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 14 ივნისის ბრძანების მიხედვით, „2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით“.

ბრძანება ძალაში 2018 წლის 26 ივნისიდან შედის.