100 წლის ვაზის ისტორია, რომელიც თელაველმა კაცმა ნახევარი მილიონის სანაცვლოდაც არ გაყიდა

თე­ლა­ვის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ნიკო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის ეზო­ში ხა­რობს თით­ქმის სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის ვაზი, რო­მე­ლიც კარ­გა ხა­ნია, მას­პინ­ძლის სა­ო­ჯა­ხო მარ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქცა.რო­გორც ოჯა­ხის უფ­რო­სი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზეს ვა­ზის შეს­ყიდ­ვა, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნიც შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა, პატ­რონ­მა სხვა­დას­ხვა მო­ტი­ვით, პრინ­ცი­პუ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი წი­ნაპ­რის ხე­ლით დარ­გულ შავ თი­თას ვე­რას­დროს შე­ე­ლე­ვა.

ნიკო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი:

- ეს მხო­ლოდ ვაზი არ არის, ჩვე­ნი ოჯა­ხის რე­ლიკ­ვი­აა. და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წლის წინ ვთქვი, რომ 70 წლის იყო, თუმ­ცა, რო­დე­საც მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძი­ეთ მეც და სხვებ­მაც, მივ­ხვდი, რომ 100 წლი­საც არის და ბევ­რად მე­ტი­საც... შემ­დეგ, თე­ლა­ვის მუ­ზე­უ­მის დახ­მა­რე­ბით გა­ვარ­კვიე, რომ მისი შვი­ლო­ბი­ლი ვაზი იდგა სახ­ლმუ­ზე­უ­მის ეზო­ში და მა­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით აღ­წე­რი­ლი ჰქონ­დათ, რომ 70 წლის იყო. მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ 1930-40-იან წლებ­ში, წი­ნან­დლი­დან ჰქონ­დათ წა­მო­ღე­ბუ­ლი ამ ვა­ზის ნერ­გი... ჩვენ გარ­და, ყუ­რძნის ეს სა­ხე­ო­ბა, სუფ­რის შავი თითა წი­ნან­დალ­ში არა­ვის აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვად და­ას­კვნეს, რომ ეს ჩვე­ნი ვა­ზის შვი­ლო­ბი­ლი იყო.

- ის ვაზი ახ­ლაც ხა­რობს?

- არა, ბო­ლოს რომ ვი­ყა­ვი, უკვე აღარ იდგა... ბოლო წლებ­ში ხომ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, გახ­მა.

- წი­ნან­დალს ხში­რად სტუმ­რო­ბენ უცხო­ე­ლე­ბი, თქვე­ნი ვა­ზით თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან?

- კი, მუდ­მი­ვად მო­დი­ან. ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დი­ან და ყვე­ლას უკ­ვირს. ამას წი­ნათ იტა­ლი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ ჩემს მა­რან­ზე. დიდ­ხანს ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ, რა­ღა­ცე­ბი მკი­თხეს, მერ­ქა­ნი შე­უ­მოწ­მეს და კარ­გა ხანს ერ­თმა­ნეთ­ში ისა­უბ­რეს, შემ­დეგ კი, ერთ-ერ­თმა მი­თხრა, ასაკს აკ­ლებთ, 150 წელ­ზე მე­ტის არი­სო...

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტი თუ არა, რე­ა­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ასა­კის დად­გე­ნა?

- არ ვიცი, მაგ­რამ თე­ლა­ვის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ჩემს ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი გად­მო­ცე­მის შე­ჯე­რე­ბის თა­ნახ­მად, შავი თითა 140 წელ­ზე მე­ტის არის. მე ვამ­ბობ, ყვე­ლა­ზე არა­სა­და­ვო ასაკს, თო­რემ დიდი ალ­ბა­თო­ბით და ჩვე­ნი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის გა­მოთ­ვლით, ბევ­რად მე­ტის არის...

- რო­გორ უვ­ლით?

- გა­ზა­ფხულ­ზე ვსხლავ და შე­მოვ­ბა­რავ ხოლ­მე. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ამა­საც ისე ვუვ­ლი, რო­გორც და­ნარ­ჩენ ვაზს...

- რამ­დე­ნია გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა?

- ვა­ზის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა 125 სან­ტი­მეტ­რია, მტე­ვა­ნი კი 4-5 კგ-ს იწო­ნის. მისი ხე­ი­ვა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტრზეა გაშ­ლი­ლი სიგ­რძე­ში და 4 მეტრზე - სი­გა­ნე­ში... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა