„ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს.როგორც ბახტაძემ სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები.

„ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის რაც ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ. მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ამოსავალი წერტილი არის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ოპერატიული და მოქნილი მთავრობა. ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებას",- განაცხადა ბახტაძემ.