სტიქიამ პანკისის ხეობა დააზარალა

ძლიერმა ქარმა პანკისის ხეობა დააზარალა.

ძლიერი ქარის შედეგად ხეობაში 10-მდე სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. უამინდობამ ელექტროსადენებიც დააზიანა, რის გამოც ჯოყოლოს და დუისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.