მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.9 ლარით გაიზარდა.კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 177.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელი 176.9 ლარი იყო.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.6 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის მაისში ეს მონაცემი 173.2 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მაისში 0.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 157.5 ლარი შეადგინა, 1.5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 298.2 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის მაისის მონაცემთან შედარებით, 7.6 ლარით არის გაზრდილი.