ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი.
„ასეთი პორტის მშენებლობა აუცილებელია იმისთვის, რომ გავუწიოთ კონკურენცია სხვა ალტერნატიულ დერეფნებს. აქედან გამომდინარე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ბახტაძემ.