ამერიკის მხრიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტირების დაწყებიდან ორ წელიწადში პანამის არხზე ამერიკული ენერგომატარებლების გამტარუნარიანობის ფონზე არხის წლიური შემოსავლები 20-ჯერ გაიზარდა.ამის შესახებ არხის მმართველზე ხორხე ლუის კიჰანოზე დაყრდნობით ამერიკული The Wall Street Journal წერს.
ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება პანამის არხის გავლით 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დასრულდა არხის გამტარუნარიანობის გაფართოებითი სამუშაოები, რომელმაც სამჯერ გაზარდა მასზე გასატარებელი ხომალდებისა და ტანკერების ტონაჟი. ამ პერიოდის განმავლობაში კი გაზის გატარება გაიზარდა ნულიდან 6 მილიონ ტონამდე, მხოლოდ გასულ წელს. მიმდინარე წელს კი როგორც კინეჰო აცხადებს, ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის 45% სწორედ ამ არხის გავლით ხდება. კიჰანოს განცხადებით, მხოლოდ გაზის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავლები არხის წლიურ შემოსავლებში ამ დროისთვის 10%-ს შეადგენს.
როგორც ცნობილია, ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტი ამ დროისთვის ხორციელდება ჩინეთში, სამხრეთ კოერაში, მექსიკასა და იაპონიაში.
ცნობისათვის, 26 ივნისს სრულდება ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც მოხდა პანამის ახალი გაფართოვებული არხის ექსპლუატაციაში ჩაშვება. ძველი არხის გაფართოვების სამუშაოები 2007 წლიდან მიმდინარეობდა. არხმა რეკორდულად მაღალი 1,26 ათასი ხომალდის გატარება შეძლო 2017 წელს, რომელზეც ჯამში 36,1 მილიონი ტონა ტვირთი იყო.
კოკა კვირკველია