საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა პიკს აღწევს, სულ უფრო ცხელა, გვეკარგება ყველაფრის მოტივაცია და საერთოდ აღარ ვართ პროდუქტიულები.ამ დროს ვრთავთ კონდიციონერს, მაგრამ მთლიანი ოთახის გაგრილებას საათები სჭირდება და ვღელავთ იმაზე, ამ უაზროდ გაფლანგული ენერგიის გამო თვის ბოლოს რამდენი გვექნება ელექტროენერგიის დამატებითი საფასური გადასახდელი. ნაცნობი სიტუაციაა ბევრისთვის, თუმცა Samsung-ის ახალი S-Inverter კონდიციონერების 8 პოლუსიანი ციფრული ინვერტირების ტექნოლოგიის წყალობით აღნიშნული პრობლემები შეგიძლიათ სრულად დაივიწყოთ!
“როგორც ტექნოლოგიის გლობალური ლიდერი, Samsung-ი მუდამ იღწვის შექმნას მრავალმნიშვნელოვანი ინოვაციები მომხმარებლებისთვის, მათივე მოთხოვნების თუ აზრის გათვალისწინებით. როდესაც საქმე კონდიციონერებს და ჰაერის გაგრილებას ეხება, ბევრისთვის პრობლემას გაგრილების სისწრაფე და ელექტროენერგიის დიდი გადასახადი წარმოადგენს. ახალი S-Inverter ტექნოლოგიით აღჭურვილი კონდიციონერების წყალობით ჩვენ გვჯერა, რომ ამ ორ პრობლემას სამუდამოდ დავავიწყებთ მომხმარებელს,” - ამბობს ჯიმი ტანი, Samsung Electronics-ის სამომხმარებლო ელექტრონიკის ბიზნესის ერთ-ერთი დირექტორი.
რა არის S-Inverter ტექნოლოგია და რაში დაგვეხმარება ის?
Samsung-ის ახალი კონდიციონერები აღჭურვილია კომპანიის მიერ სპეციალურად შემუშავებული 8 პოლუსიანი ციფრული ინვერტირების ტექნოლოგიით, რომლის ხარჯზე ოთახი 30%-ით უფრო სწრაფად გრილდება, ვიდრე სტანდარტული, ინვერტორული კონდენციონერები.
PowerBoost ტექნოლოგიასთან წყვილში, დრო, რომელიც კომპრესორს გაგრილების მაქსიმალური სისწრაფის მიღწევაში ესაჭიროება, მინიმუმამდეა დაყვანილი ნაკლები ხახუნით და ბევრად გლუვი ბრუნვებით, რის ხარჯზეც ის ბევრად ნაკლებ ხმას და ვიბრაციას გამოსცემს, რაც საბოლოოდ აისახება ელექტროენერგიის მეტ დაზოგვაზეც.
S-Inverter კონდიციონერები ასევე აღჭურვილია “სამმაგი ზრუნვის ფილტრით” - ეს არის მაღალი სიმჭიდროვის გამწმენდი ფილტრი, დაფარული ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მატერიით, რომელიც აკავებს მტვერს და 99%-ით ანადგურებს ჰაერში მყოფი ვირუსების, ბაქტერიების თუ ალერგენების შემცველობას მყისიერად, როგორც კი ისინი ფილტრაციას გადიან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ცხელ სეზონში თქვენ და თქვენი ოჯახი დაცული იქნება.
კონდიციონერი, რომელიც გიცავთ თქვენ და დაცულია თვითონაც!
თქვენს დაცვასთან ერთად, S-Inverter კონდიციონერები ასევე გარე ფაქტორებისგან არის დაცული. გარე აგრეგატი დამზადებულია ძლიერი, კოროზია-ამტანი მატერიით და სქელი ფირით, რომელიც მას დაჟანგვისგან იცავს. ძაბვის უეცარი ცვალებადობისათვის ასევე გათვალისწინებულია ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება კონდიციონერს შეინარჩუნოს ძაბვის კონტროლი და ასევე უზრუნველყოფს მის გამძლეობას ნებისმიერი ამინდის პირობებში. მომხმარებლის დამატებითი სიმშვიდისთვის ასევე გათვალისწინებულია ციფრული ინვერტორული კომპრესორის 10 წლიანი გარანტიაც.
ამრიგად, თუკი ამინდი ზედმეტად ცხელი და გაუსაძლისი გახდება, საკმარისია უბრალოდ ჩართოთ Samsung-ის S-Inverter კონდიციონერი და გათავისუფლდეთ ფიქრებისგან, თუ როდის გაგრილდება ოთახი და ელექტროენერგიის რამხელა გადასახადი მოვა თვის ბოლოს!
(R)