29 ივნისს სასტუმრო „ბილტმორ თბილისისა“ და კომპანია MBN-ის ორგანიზებით ბარ „აზურაში“ SALIO-ს კონცერტი გაიმართება.ღონისძიება საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სატელეფონი ჯავშნის საშუალებით.
ბაღი და ბარი „აზურა“ ოფიციალურად 31 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ბიზნესის, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე მოწვეულნი იყვნენ სასტუმროს ერთგული სტუმრები.
„აზურა“ თბილისელებისთვის უკვე კარგად ცნობილი ბილტმორის აუზიდან ზუსტად ერთ ნაბიჯშია. მსგავსი გამწვანება და ლანდშაფტის დიზაინი თბილისში არც ერთ სასტუმროს არ აქვს. „აზურა“ სტუმრებს ბურგერების, პიცისა და სალათების დიდ არჩევანს სთავაზობს. ამის გარდა ბარი ცნობილი გახდა თავისი ჯანსაღი და გამაგრილებელი სასმელებით და უმაღლესი ხარისხის ჩილიმების არჩევანით.
ბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ტელეფონის ნომერზე +995 595 010 099, +995 592 919 191
(R)