"ქართულმა ოცნებამ" მაისში 1 280 141 ლარის შემოწირულება მიიღო

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა მაისში, ჯამურად 1 938 524 ლარის შემოწირულება მიიღეს.

როგორც პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელდა.

მისივე განმარტებით, კოალიციამ ჯამში 1 280 141 ლარის შემოწირულება მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 271 149 ლარის შემოწირულება მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ"; 279 468 ლარი - "ქრისტიან-დემოკრატებმა"; 50 635 ლარი - "საქართველოს გზამ"; 1 190 ლარი -"მერაბ კოსტავას საზოგადოებამ"; 13 258 ლარი -არასაპარლამენტო ოპოზიციამ; 5 400 ლარი -"ხალხის პარტიამ", 16 867 ლარი -"ლეიბორისტულმა პარტიამ", 4 165 ლარი -"მწვანეთა პარტიამ", 16 200 ლარი - "ქართულმა პარტიამ"; 34 342 ლარი - საინიციატივო ჯგუფებმა.