ქართველი დიზაინერები იპყრობენ PITTI UOMO-ს - სწორედ ასე გამოეხმაურა ამერიკული ჟურნალი GQ იტალიაში მამაკაცის მოდის პრესტიჟულ გამოფენაზე Pitti Immagine Uomo ქართველმა დიზაინერების მიერ წარდგენილ კოლექციას.
საუბარია, მოდის და ტექსტილის საერთაშორისო შოურუმზე, რომელიც 12-15 ივნისს ფლორენციაში ჩატარდა და სადაც 6 ქართველი დიზაინერი მონაწილეობდა.
შოუ-რუმზე ქართველი დიზაინერები - „აზნაური”, „Situationist“, „ანუკა ქებურია“, „ვასკა“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“ და “Gola Damian”, Pitti Immagine Uomo-ზე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, Mercedes Benz Tbilisi Fashion Week-ის მხარდაჭერით და თანამშრომლობით იყვნენ წარდგენილები.
აღნიშნულ გამოფენაზე დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ (რომელიც მოდის სფეროში 14 წლიდან მოღვაწეობს), ორი ბრენდი „აზნაური” და Situationist-ი წარადგინა. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, Pitti Immagine-ის ფარგლებში მის ბრენდებსა და ორ მსხვილი სააგენტოს თანამშრომლობა უკვე დაიგეგმა.
„წარმოდგენილი ვიყავი 2 სხვადასხვა ბრედნით, Situationist-ი და „აზნაურით“. ძალიან პრესტიჟული მაღაზიები, ბაიერები იყვნენ მოსულები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოგახატეს. მოხდა კონტაქტების გაცვლა, რაც ჩვენი ბრენდისვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვეძებთ ლოკალურ შოურუმებს, რომელიც დიდი ბრენდებზე მუშაობს და ასეთი ორი შეხვედრა დაიგეგმა. ჩვენების შემდეგ ჩვენ მოვიდა Ricardo Gracia, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სააგენტო, რის შემდეგაც ჩვენც ჩავედით მასთან მილანში. მეორე შეხვედრა, სააგენტო Tomorrow-სთან იყო, სადაც 25 ივნისს ისევ წავალ, რადგან ბრენდისთვის საკამოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯია“,-აცხადებს ირაკლი რუსაძე.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი რუსაძე გარდა მამაკაცისა, ქალის ხაზზეც მუშაობს. თუმცა, როგორც დიზაინერი აცხადებს, მისი ბრენდები ძირითადად ექსპორტზე გადის, რადგან ადგილობრივი ბაზრისთვის საკმაოდ ძვირია. ფასები საშუალოდ, 400-დან 1500 ევრომდე მერყეობს.
„ჩვენ არ გვაქვს მაღაზია, რადგან მხლოდ ექსპორტზე ვმუშაობთ. ძირითადად ვიყენებთ მასალებს, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება, გვყავს თანამშრომლები, რომლებსაც ასევე მაღალი ანაზღაურება აქვთ და ძალიან დიდი თანხა სჭირდება თითოეული ნივთის გაკეთებას. შესაბამისად, ჩვენი ფასი ჯერჯერობით ქართული ბაზრისთვის მისაღები არ არის. თუ ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, დიდი სიამოვნებით გავხსნიდი მაღაზიას. აქ ადგილზე მხოლოდ კლუბ „ბასიანთან“ გვაქვს კოლაბორაცია და ახალგაზრდებისთვის ვაკეთებთ მაისურებს, ჩანთებს და საკლუბო აქსესუარებს“,-აცხადებს ირაკლი რუსაძე.
მისი თქმით, კოლექცია საზღვარგარეთ შოურუმებში გადის, სადაც შემდეგ ადგილობრვი ბაიერები ყიდიან.
„ძირითადად გავდივართ ბრიტანეთში, შანხაიში, ჰონკონგში, ტოკიში, პარიზსა და ნიუ-იორკში, მაგრამ პროცენტულად, ჩვენს ბრედებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ბრიტანეთშია“,-აცხადებს ირაკლი რუსაძე.
დიზაინერის თქმით, კოლექციებზე ძირითადად 15 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე კერძო შეკვეთებსაც აძლევს, მაგალითად, თარგებზე.
კითხვაზე, მარტივია თუ არა საქართველოში ბიზნესის წარმოება, დიზაინერი ამბობს, რომ არა, რადგან პროფესიონალი კადრების სიმცირეა და ამასთან, მასალებიც უხარისხო.
„საქართველოში ძალიან კარგი პირობებია გვაქვს ექსპორტთან დაკავშირებით, პროცედურები გამარტივებულია. მაგრამ აქ რთულია პროფესიონალი კადრების მოძიება. ეს ქმნის სირთულეს. პრობლემაა მასალებიც, ქსოვილებიც, კარგი ხარისხის აქ თითქმის არაფერი იყიდება, ყველაფერი დაბალი ხარისხის შემოდის“,-აცხადებს ირაკლი რუსაძე.
მისი თქმით, მათი კოლექცია ძირითადად გათვლილია, საქმიანი ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვინც ფეხს უწყობს მოდის ტენდენციებს.
„ჩვენ არ ვართ მომხრე, რომ ადამიანმა ტანსაცმელი იყიდოს კონკრეტული ღონიძებისთვის ან ერთი საღამოსთვის, ამიტომ, იშვიათად ვაკეთებთ კოქტეილის და საღამოს კაბებს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად არიან ადამიანები, ვინც ფულს იხიდიან იმაში, რომ ჩვენი ტანსაცმელი სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად ჩაიცვან. ძირითადად უფრო საქმიანი, კლასიკის მოყვარული ადამიანები, ვინც ფეხს უწყობს განვითარებას“, - აცხადებს ირკალი რუსაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიზაინერი ამბობს, რომ მთელი ზაფხული ახალ კოლექციაზე მუშაობით იქნება დაკავებული, რადგან სექტემბერში პარიზის მოდის კვირეულისთვის ემზადება.
„პარიზის მოდის კვირეულზე ვართ ოფიციალურ კალენდარში, რაც ბრენდისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია“,-აცხადებს ირაკლი რუსაძე.
ნინი ქეთელაური