გოძიაშვილის სახელობის პარკის გარშემო 700 მეტრიანი ველობილიკი მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, გამოცხადებული ტენდერი 25 ივნისს დასრულდება, ხოლო პარკის მშენებლობა - 5 თვეში.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ მწვანე სივრცეზე, ძალიან ბევრი სკვერის რეაბილიტაცია ხდება. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების მშენებლობა.
დღეს მინდა წარმოადგინოთ ერთი პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებული გვაქვს, ის 25 ივნისს დასრულდება. საუბარია გოძიაშვილის სახელობის პარკზე, იგივე წითელ ბაღზე, ყაზბეგის გამზირზე. წელს ვიწყებთ მის რეაბილიტაციას, სადაც მოეწყობა საბავშვო მოედანი, საპიკნიკე, ჭადრაკო, სავარჯიშო სივრცეები. ასევე ღია კინოთეატრი და ა.შ.
გარდა ამისა, პარკის გარშემო მოეწყობა 700 მეტრიანი ველობილიკი. მისი მშენებლობა 5 თვეში დამთავრდება“, - განაცხადა კალაძემ.