კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ზოგადად, სამინისტროების შერწყმა არ არის შეუძლებელი.
„თავს შევიკავებ კონკრეტულ სამინისტროებზე საუბრისგან. ზოგადად, ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ, რომ პრინციპულად შეუთავსებელი და აბსოლუტურად შეუძლებელი ეს არ არის, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება საბოოლოდ მიღებული კონკრეტულ სამინისტროებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. კონსულტაციების დასრულების შემდეგ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. არ მგონია, რომ კონკრეტულ სამინისტროებზე და შედეგებზე დღეს უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
კითხვაზე, თავად ხომ არ აქვს წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული, გიორგაძემ განაცხადა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგინება არის პრემიერის პრეროგატივა, პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას.