Bloomberg-ის ინფორმაციით, 2050 წლისთვის მსოფლიოში არსებული ელექტრომობილები მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 9%-ს მოიხმარს.სააგენტო ამის შესახებ ინფორმაციას New Energy Finance-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კვლევაში წერია, ამ დროისთვის ელექტრომობილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილი მსოფლიო ენერგეტიკაში მხოლოდ 0,2%-ია და ის 20 ათას ტერავატ საათ ელექტროენერგიას შეადგენს. თუმცა როგორც გამოცემა წერს, უკვე 2030 წლისთვის აკუმულატორებზე ფასების დაწევის გამო, ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისთვის, შესაბამისად, გაიზრდება მასზე მოთხოვნაც.
მათივე ინფორმაციით, ამისკენ წახალისებას თავად ელექტროკომპანიებიც მოახდენენ, რომლებიც დენზე დაბალი ტარიფების შედეგად, წაახალისებენ მძღოლებს იქონიონ ელექტრომობილები. კვლევის ავტორების თქმით, უკვე 2050 წლისთვის ელექტროენერგიის წარმოება მსოფლიო მასშტაბით 40 ათას ტერავატ საათს მიაღწევს.
ამ დროისთვის უხეში გათვლებით მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონი ელექტრომობილია და მათი 95% თავმოყრილია მსოფლიოს 10 ქვეყანაში - აშშ, ჩინეთი, იაპონია, კანადა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი. 2020 წლისთვის მათი ციფრი შესაძლოა, 9-20 მილიონამდე გაიზარდოს, ხოლო 2025 წლისთვის 40-75 მილიონამდე.
კოკა კვირკველია