„შესაძლოა, ბევრი კრიტერიუმი შეიცვალოს და „შავი სიიდან“ ბევრი ადამიანი ამოვიდეს“

„შესაძლოა, ბევრი კრიტერიუმი შეიცვალოს და „შავი სიიდან“ ბევრი ადამიანი ამოვიდეს“, ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.„იმ 630 ათას კაციანი „შავ სიასთან“ დაკავშირებით, შესაძლოა, ბევრი კრიტერიუმი შეიცვალოს და იქიდან ბევრი ადამიანი ამოვიდეს. ამ სიაში ბევრი ადამიანი გაუთვითცნობიერებლად მოხვდა, მაგალითად, თავდებობით რომ ადამიანები შარში არიან გახვეულნი,“-აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა. კერძოდ, მისი შეფასებით, ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას და დაახლოებით, 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში.