მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არსებული საბაჟო და საგადასახადო კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ეკონომიკას აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მასში არ არის ასახული ის თანამედროვე ეკონომიკური სექტორები, რომლებიც განვითარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
„მე სასიცოცხლოდ მიმაჩნია დავამუშაოთ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი ღია რეჟიმში, კერძო სექტორთან ერთად. ვფიქრობ, რომ ახალმა საბაჟო და საგადასახადო კოდექსმა უნდა უზრუნველყოს სწორედ იმ გეგმების და ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც რეალურად გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბახტაძემ.