მიწის რეგისტრაციის რეფორმის ვადები შესაძლოა, გახანგრძლივდეს. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებაა დაგეგმილია.კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მოქალაქეები რეფორმის ფარგლებში მიწის უფასო რეგისტრაციას 2018 წლის 1-ლი ივლისის ნაცვლად, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.
საჯარო რეესტრის არსებული მონაცემებით, სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთი 489 339 ადამიანმა დაირეგისტრირა; ხოლო 60 992 განაცხადზე დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება.