თბილისი. 16 ივნისი ; ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ გრძელდება. რუხის სავაჭრო ცენტრმა ამჯერად ფესტივალი „გზა ეთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში მეგა-შოუ „X ფაქტორის" მონაწილეებს უმასპინძლა.მეგა-შოუ „X ფაქტორის" მონაწილეებმა რუხის სავაჭრო ცენტრში შეკრებილი საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიტები შეასრულეს. ფესტივალში მონაწილეობა ადგლობრივმა ბენდმა UNDER 7- მა მიიღო.
ფესტივალი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და მისის შვილობილი კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრის“ ინიციატივით, ასევე, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარეობს. რუხის სავაჭრო ცენტრში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები 15 ივლისამდე გასტანს.
რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.
რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის შესახებ:
სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთ-ერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.