„სამხრეთ ოსეთისა“ და ყირიმის სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.დოკუმენტი ითვალისწინებს საქონელბრუნვის გაზრდასა და თანამშრომლობას ტურიზმისა და ეკონომიკის პერსპექტიულ სფეროებში.
როგორც რუსული მედია წერს, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ცხინვალში სავაჭრო სამრეწველო პალატების „პრეზიდენტებმა“ ალან ალბოროვმა და არტიომ მალცევმა.
„უწყებებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თქვენს რესპუბლიკაში წარმოებული საქონლის ყირიმის ბაზარზე წარმოჩენას. აქტივობების ნაწილი კი მიმართულია თქვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითრებისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენს რესპუბლიკას დიდი მომავალი აქვს“, - განაცხადა მალცევმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
მან აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი ეს იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია ყირიმისა და მოსკოვის ბაზრებზე, სადაც წარმოდგენილი იქნება „სამხრეთ ოსური“ პროდუქცია, მათ შორის მინერალური წყალიც. იქ კი მოხდება მსხვილი ქსელური კომპანიების დილერების მიწვევა, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ადგილობრივ პროდუქციას.
ალბაროვმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მეწარმეებს უახლოეს მომავალში შეეძლებათ საკუთარი პროდუქციის რეალიზება ყირიმში.
კოკა კვირკველია