Facebook-ის განცხადებით, ჯგუფების ადმინისტრატორებს შეეძლებათ ჯგუფის წევრობა ფასიანი გახადონ.ამის შესახებ ინფორმაციას F1 - კომპიუტერული სერვისი ავრცელებს.
კერძოდ, როგორც უცხოური ვებგვერდი Republicworld-ი Theverge-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული შეთავაზების დატესტვას „ფეისბუქი“ მომავალი კვირიდან დაიწყებს. „ფეისბუქ“ ჯგუფების თვიური საწევრო შენატანი 4.99-29.99-ის დოლარის ფარგლებში იქნება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ეს სიახლე მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს შეეხება. როგორიცაა: მზარეულობის, მშობლების, სახლის დასუფთავების შესახებ ჯგუფები.
Facebook ფიქრობს, რომ ეს ცვლილება სასარგებლო იქნება იმ ადმინისტრატორებისათვის, რომლებიც დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავენ ჯგუფებზე და მათი შრომა ანაზღაურებადი გახდება.