ევროკავშირის საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ ძალაში დღეიდან შევიდა

ევროკავშირის სავაჭრო კონტრზომები ამერიკის წინააღმდეგ დღეიდან ამოქმედდა.ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმიზნე დაწესებული 10 და 25%-იანი გადასახადის პასუხად ევროკავშირმა ამერიკიდან იმპორტირებული საქონლის ფართო ჩამონათვალზე ასევე დააწესა გადასახადი. საქონლის მოცულობამ 2,8 მილიარდი ევრო შეადგინა.

გარდა ალუმინისა და რკინისგან დამზადებული მზა პროდუქციისა, ჩამონათვალში ასევე მოხვდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მათ შორის ლობიო, ბრინჯი, სიმინდი, არაქისის პასტა, ფორთოხლის წვენი, თამბაქო, სიგარეტები, სიგარები. ასევე ევროკავშირმა გადასახადი დააწესა ამერიკისთვის ისეთ სიმბოლურ პროდუქციაზე როგორიცაა ბურბონი, Levi's -ის ჯინსები და მოტოციკლები Harley-Davidson.

ევროკავშირის განცხადებით, ეს სია არ არის საბოლოო და მის მიერ მიღებული საპასუხო ზომები ნაკარნახევია მსო-ს წესების სრული დაცვით. მათივე ინფორმაციით, ზემოთ მოყვანილი პროდუქციაზე გადასახადის დაკისრება ევროკავშირის საზღვართან მოხდება, სანამ იმოქმედებს ამერიკის მხრიდან დაწესებული გადასახადი.

კოკა კვირკველია