British Airways-მა 2 ათასი ბილეთი შეცდომით იაფად გაყიდა

ბრიტანეთის საფლაგმანო ავიაკომპანიამ British Airways-მა თელ-ავივისა და დუბაის მიმართულებით 2 ათასი ბილეთი ძალიან დაბალ ფასად გაყიდა.ხოლო მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მათი ანულირება მოახდინა, მყიდველებს მოუბოდიშა და სპეციალურ ვაუჩერებს დაჰპირდა. მიუხედავად ამისა, მგზავრებში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათი ნაწილის განცხადებით, უკვე დაჯავშნეს ტურები და სასტუმროები, ახლა კი უნდა იზარალონ.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ტურისტულმა ბიურომ British Airways-ის სახელით თითქმის დღეღამის განმავლობაში ბილეთები ძალიან დაბალ 1-დან 100 გირვანქა სტერლინგამდე ფასად გაყიდა, პლიუს აეროპორტის მოსაკრებლიანად. მაშინ, როცა ჩვეულებრივ ასეთი ბილეთები 200 გირვანქა სტერლინგი ღირს და მოსაკრებლების დამატებით რამდენიმე ასეული სტერლინგით ძვირდება.

როგორც სააგენტო TravelUp-ის წარმომადგენელმა ალი შაჰმა განაცხადა, ავიკომპანია მგზავრებს დაჰპირდა გაყიდული ბილეთების ღირებულების დაბრუნებას და თანაც, დაზარალებულებს 100 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ვაუჩერებს მისცემს. ამ გადაწყვეტილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა იმ ადამიანებში, ვინც უკვე შეიძინეს ბილეთები, თუმცა ამან საქმეს არ უშველა და მათი ბილეთები გაუქმებულია.

კოკა კვირკველია