22 ივნისის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა უკვე გადაჭარბებით არის შესრულებული.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ დროისთვის, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა უკვე გადაჭარბებით შესრულდა. საბოლოო მონაცემები თვის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.