ტურისტული კომანია Vanilla Sky-ს, ავია კომპანია Service Air -ის და ფრანგი მოყვარული პილოტის Jean Michel COLLINEAU-ს ორგანიზებით, საქართველოში ავია ტური - RALLYE AERO FRANCE 2018 დაიგეგმა.როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ნატახტრის აეროდრომის მფლობელმა ამირან მანჯავიძემ დანერგა საქართველოში ტრადიცია, უმასპინძლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი თვითმფრინავებით ჩამოფრენილ სტუმრებს.
„23 ივნისს საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოფრინდება RALLYE AERO FRANCE-ის 18 თვითმფრინავი. მოყვარული პილოტები საკუთარი თვითმფრინავებით, თანმხლებ მგზავრებთან ერთად დაეშვებიან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
24 ივნისს, თვითმფრინავები გადაფრინდებიან ნატახტრის აეროდრომზე, საიდანაც ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით გააგრძელებენ მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიებას მხარდაჭერა გამოუცხადა: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართველოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.