გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება.როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც.
„გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, ავტობუსები 07:00 საათიდან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ“, – აცხადებენ მერიაში.
მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.