საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის იანვარ-მაისში საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 650 635 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 165,1 მლნ ლარზე მეტია.2017 წლის იანვარ-მაისში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 485 521 000 ლარი შეადგინა. 2018 წლის მაისში კი ქართველებმა საზღვარგარეთ 146 362 000 ლარი დახარჯეს.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მაისში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 34 363 000 ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოს ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით 11 998 000 ლარის ოპერაციაა შესრულებული.
რაც შეეხება 2017 წელს, საქართველოს მოქალაქეებმა შარშან საზღვარგარეთ საბანკო
ბარათებით 1, 334 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 961, 7 მლნ ლარი შეადგინა.