კომპანია Amazon-ის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელიც მიმართულია კომპანიის ხელმძღვანელისადმი, ჯეფ ბეზოსისადმი, სადაც ითხოვენ კომპანიამ უარი თქვას ამერიკის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ორგანოებისთვის პირების ამომცნობ სისტემაზე წვდომას, - წერს გამოცემა The Verge.ღია წერილის გამოქვეყნების მიზეზი გახდა ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის ქმედება, რომლის შედეგად ხდება ოჯახების განცალკევება ქვეყნის საზღვარზე. ადრე მსგავსი სახის წერილი დაწერეს Microsoft-ის თანამშრომლებმა, რომლებმაც დიდად საიმედო პასუხი ვერ მიიღეს კომპანიის ხელმძღვანელისგან.
ჯეფ ბეზოსისადმი გაგზავნილ წერილში ავტორები შეწუხებულები არიან ეთიკური საკითხებით და არ სურთ მონაწილეობა მიიღონ იმ ინსტრუმენტების შექმნაში, რომელთა გამოყენებაც ადამიანის უფლებებს არღვევს. აქ მაგალითად არის მოყვანილი კომპანია IBM-ის თანამშრომლობა ნაცისტებთან, რომელმაც გვიან გააცნობიერა საკუთარი პასუხისმგებლობა. Amazon-ში იმავეს განმეორება არ უნდათ.
რაც შეხება კონკრეტულ მოთხოვნებს, წერილის ავტორები მოითხოვენ კომპანიამ აუკრძალოს წვდომა სამართალდამცველებს სახის ამომცნობი პროგრამისადმი, ასევე უარი თქვას კომპანია Palantir-თან თანამშრომლობაზე, რომელიც იყენებს „ამაზონის“ ღრუბლოვან სერვისს; Palantir არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ICE-ს მუშაობაში და გამოიყენება 2014 წლიდან.
კოკა კვირკველია